რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში... თორნიკე, რა ქენი ასეთი - მდინარაძე
რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში... თორნიკე, რა ქენი ასეთი? - ასე ეხმაურება ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაპატიმრებული პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებას.
მდინარაძე ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა და სააკაშვილის ამ განცხადებას წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარს უწოდებს.
რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში?! - მინდა მივმართო ჩვენს თორნიკე რიჟვაძეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ჩაერევა თუ ვერა? ვერ ჩაერევა. შესაბამისად ჯერ საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, უარი რომ თქვა ჯერ ეს უნდა თქვას, უნდა მოითხოვოს ჯერ საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ და ახლა არის წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარი. ქართულ ოცნებას გამოადგება თუ დაბრუნდა მოქალაქეობასაც თუ მიიღებს, თუ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში ძალიან გამოადგება, საჩუქარი იქნება ქართულ ოცნებისთვის იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი დაინახავს მიხეილ სააკაშვილს, სიმბოლოა ეს კაცი ბოროტების და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.