ითხოვს თუ არა ევროკავშირი სქესის გადაკეთების დაკანონებას? ე.წ. შავი ხვრელი საქართველოში - დაპირისპირება პარლამენტში
შეცვლილი საგარეო კურსი, ოკუპანტი ქვეყნის დახმარება სანქციებიდან გვერდის ავლისთვის, ქართული ოცნების ანტიევროპული პროპაგანდა და ლგბტ თემით მანიპულირება - ამ საკითხებზე მოუწია საგარეო საქმეთა მინისტრს დეპუტატების კითხვების მოსმენა. ამ წუთებში პარლამენტში სასესიო სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც ილია დარჩიაშვილს პასუხების გაცემა მოუწევს.
"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოსთხოვა განმარტება, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ქართული ოცნების ლიდერების ნარატივი, თითქოს, ევროკავშირი სტატუსის მიღების სანაცვლოდ საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს.
ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ან სქესის გადაკეთების დაკანონებას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. კი თუ არა? ან რაიმე სხვა მოტხოვნა თუ არის, რომელიც არის შეუთავსებელი ჩვენს ღირებულებებთან, როგორც ამაზე ხშირად აპელირებენ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომლის ხელისუფლებასაც თქვენ წარმომადგენთ“ - ამბობს სამადაშვილი.
დეპუტატების კითხვები საქართველოს შავ ხვრელად გამოყენებასაც შეეხებოდა. ხატია დეკანოიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლა შეახსენა. სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობიტ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Politico წერდა, რომ აშშ-მ გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.
ხატია დეკანოიძის განცხადებას მინისტრამდე ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ უპასუხა და მის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
მე არცერთი ვიზიტისას არ მომისმენია ეს აბსურდული ბრალდება - შავი ხვრელები და ა.შ. არ ვგულისხმობ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც იცლიან, რომ პარტიულ ტელევიზიებში დადგნენ და დაწერილი ნარატივები იმეორონ. მაინც გრძელდება ეს მავნებლობა, შიგნით შექმნილი ნარატივი, რომელსაც მერე სსარგებლო იდიოტები იმეორებენ,“ - ბექა ოდიშარია.
ოპოზიციის კრიტიკული კითხვების მიმართ ქართული ოცნება უკმაყოფილებას დრეს სხდომათა დარბაზში ვერ მალავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გამიჯნულმა დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგოდ პოზიციონირებაში დაადანაშაულა.
ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები უხვად და ფართოდ აჟღერებენ საზღვარგარეთ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში და მოუწოდებენ მათ, როგორც თვითონ აღიარებენ, სანქცია დაუწესონ საქართველოს ან სააკაშვილის თემა გახადონ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინაპირობად, ამ კითხვაზე მინდა, თქვენი პასუხი,“ - მიმართა მინისტრს ეკა სეფაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.