წარმოუდგენელი იყო მას ამ ყველაფრისთვის შორიდან ეყურებინა - წითლიძე სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
ენმ-ს დეპუტატის ანა წითლიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა მიხეილ საააშვილის განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
წითლიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ წარმოუდგენელი იყო სააკაშვილს იმ ყველაფრისთვის, რაც ქვეყანაში ხდება, შორიდან ეყურებინა და არაფერი გაეკეთებინა.
ჩემთვის მოულოდნელი არ იყო იმდენად, რამდენადაც მე ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს და ვიცი როგორ უყვარს მას ეს ქვეყანა და ვიცი, რამდენი რამე უკეთებია ამ ქვეყნისთვის, მათ შორის საკუთარი რეიტინგის ფასად, საკუთარი უსაფრთხოების ფასად. ვიცი რისთვის ჩამოვიდა ის ამ ქვეყანაში და რისთვის უძლებს ახლა იმ ჯოჯოხეთურ წამებას, რა ჯოჯოხეთურ წამებასაც მის წინააღმდეგ ახორციელებს რუსული ოცნება. ამიტომაც წარმოუდგენელი იყო, მიუხედავად მისი მძიმე მდგომარეობისა და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ოცნება მას აწამებს, წარმოუდგენელი იყო მიხეილ სააკაშვილს ამ ყველაფრისთვის ეყურებინა ასე შორიდან. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არა ვართ ჩვეულებრივ სიტუაციაში, არ არის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვეულებრივი განცხადება არ არის, რასაც აკეთებს რიჟვაძე ან რასაც აკეთებ ქართული ოცნების ლიდერები. ჩვენ ახლა ვართ, იმ ისტორიული პროცესების მონაწილე, როდესაც ან გადარჩება ეს ქვეყანა, როგორც ევროპული ქვეყანა, თავისუფალი ქვეყანა და ევროპული ოჯახის ნაწილი, ან იქნება ისევ რუსეთის გუბერნია და ამისკენ მივყავართ დღეს რუსულ ოცნებას და წარმოუდგენელი იყო ახლა მიხეილ სააკაშვილს ამაზე გული არ შესტკიოდეს, მიუხედავად მისი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემდეგ დღეებში", - თქვა ანა წითლიძემ "ანა წერეთელის დღის ამბებში".
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.