"არასწორი ინტერპრეტაციები" და "საფუძველსმოკლებული პოზიცია" - სააკაშვილის საქმე და დარჩიაშვილის ბრალდებები პარტნიორებს

16.06.23 16:19
"არასწორი ინტერპრეტაციები" და "საფუძველსმოკლებული პოზიცია" - სააკაშვილის საქმე და დარჩიაშვილის ბრალდებები პარტნიორებს

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებები პარტნირეობს - საპარლამენტო ტრიბუნიდან ილია დარჩიაშვილმა სტრატეგიული პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე პასუხად დაადასტურა, რომ 24 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

ირკვევა, რომ პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვეს. დარჩიაშვილის თქმით, მან პარტნიორებს აუხსნა, რომ საქართველოში სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევენ.

საგარეო საქმეთა მინისტრები, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიტ და მე მათ რა თქმა უნდა ვუთხარი ის, რომ სახელმწიფო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა პატიმრისთვის, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნებიუსმიერ ადამიანს ვისაც ჯანმრთელობის მიმართულებით სჭირდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, იყოს მისთვის ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, მაშინ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ გვქონდა, თორემ მასზეც ვეტყოდი, რომელიც 12 მაისს მიიღო სტრასბურგმა დრა ეს არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და დასტურდება ის, რომ ყველა ჩვენი ნათქვამი ამ მიმართულებით, ყველა ის მობილიზებული, საფუძველსმოკლებული პოზიცია ჩვენი  პარტნიორების, რომლებიც გვაბრალებდნენ და არასწორი ინტერპრეტაციით ხდებოდა შეფასებები, იყო არასწორი,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები