სააკაშვილი საიქიოსკენ მიემგზავრებაო და უცებ ქართულ პოლიტიკაში აღმოჩნდა, ეს "ვივა მედის" სასწაულია - ხვიჩია

16.06.23 16:27
სააკაშვილი საიქიოსკენ მიემგზავრებაო და უცებ ქართულ პოლიტიკაში აღმოჩნდა, ეს "ვივა მედის" სასწაულია - ხვიჩია

მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ს "ვივა მედის" სასწაულს უწოდებს.

ხვიჩიას თქმით, დაპატიმრებულ პრეზიდენტს, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ საიქიოსკენ ამგზავრებდნენ, უცებ ქართულ პოლიტიკაში აღმოჩნდა.

ოპოზიციონერმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ სააკაშვილი არასოდეს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან და კარგია, რომ ის რეალობა, რომელიც აქამდეც არსებობდა გაცხადებული იქნება.

ჩემი აზრით, ეს არის "ვივა მედის" სასწაული, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სააკაშვილი, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ფაქტობრივად გვამზადებდნენ, რომ საიქიოსკენ მიემგზავრებაო და უცბად აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სერიოზულად რომ ვთქვათ ეს მოსალოდნელი იყო და სააკაშვილი არასოდეს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან და კარგია, რომ ის რეალობა, რომელიც აქამდეც არსებობდა გაცხადებული იქნება და ერთით ნაკლები არაფორმალური მმართველი ეყოლება ერთით ნაკლებ პარტიას ქვეყანაში, - ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები