ტრიბუნასთან იდექით არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ პარტიული ლიდერი - წითლიძე მინისტრს
„თქვენ ახლა ტრიბუნასთან იდექით არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ პარტიული ლიდერი,“ - ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. დეპუტატისთვის მინისტრის საათის ფარგლებში ილია დარჩიაშვილის მიერ გაცემული პასუხები მიუღებელია.
ანი წითლიძის შეფასებით, დარჩიაშვილი პოზიციონირებს ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
თქვენ არ ხართ პარტნიული ლიდერი, საგარეო საქმთა მინისტრი ხართ. ამიტომ კონკრეტულ კითხვებზე მაინტრესებს კონკრეტული პასუხები - მაგალითად, გლობალური ომის პარტიაში ვის გულისხმობს მმართველი ძალა, იგულისხმება ამაში ევროკავშირი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ?“ - მიმართა წითლიძემ მინისტრს.
დეპუტატი დაინტერესდა, რატომ გაურბის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული ხაზია უკრაინაში ოკუპანტი ქვეყნის ინტერვენციის შემდეგ - სურს თუ არა დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.
ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც აქვთ მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას აქ უნდა მეორე ფრონტი და ომის დაწყება, რამდენად უშლის ეს ხელს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს?“ - ამბობს წითლიძე.
პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა ამ დრომდე გრძელდება. ახლა დეპუტატები დამაზუსტებელ კითხვებს სვამენ, რაზეც რამდენიმე წუთში ილია დარჩიაშვილს პასუხის გაცემა მოუწევს.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.