"ნუ უქმნით პარტნიორებს ყალბ აღქმებს" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

16.06.23 16:51
"ნუ უქმნით პარტნიორებს ყალბ აღქმებს" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

"ნუ უქმნით პარტნიორებს ყალბ აღქმებს", - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ოპონენტებმა კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოსთხოვეს. სალომე სამადაშვილმა მოუწოდა ილია დარჩიაშვილს სწორედ საპარალემენტო ტრიბუნიდან განემარტა, რამდენად რეალურია ქართული ოცნების პროპაგანდისტული განცხადებები, რომ თითქოს, ევროკავშირი საქართველოსგან ტრადიციების დათმობას ანდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს.

სალომე სამადაშვილის რეპლიკის საპასუხოდ ქართული ოცნების დეპუტატებმა უარყვეს, რომ მსგავს განცხადებებს მმართველი გუნდის წევრები აკეთებენ.

ამჯერადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა ტრიბუნა ოპონენტების გასაკრიტიკებლად გამოიყენა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა საფუძველსმოკლებულია.

ილია დარჩიაშვილს მოუწია განმარტების გაკეთება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არის საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არენაზე პასიური უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ერთი შემთხვევა არ არსებობს, სადაც საქართველოს ძალიან ძლიერი და მყარი პოზიცია არ ჰქონოდა უკრაინასთან მიმართებაში და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს იქნება გაეროში თუ სხვა ნებისმიერი პლატფორმა. ასე, რომ საქართველოს პოზიციონირება უკრაინის მხარაჭერრის მიმართულებით ყველამ ძალიან კარგად იცის და მგონია, რომ ესეც თქვენი მხრიდან სხვანაირად ინტერპრეტირებული აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები