ბრახუნი ხუბუნაიას კარზე და მუსიკა კინოფილმიდან "ცისფერი მთები" - კინოცენტრში პროტესტი გრძელდება
ბრახუნი კარზე და მუსიკა კინოფილმიდან "ცისფერი მთები" - კინოცენტრში პროტესტი გრძელდება. ხელოვანები წულუკიანის კადრებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა თანამდებობაზე ახლადდანიშნული კობა ხუბუნაია მსახიობებს ემალება. არსად ჩანს ბაჩო ოდიშარიაც. მდგომაროება კრიტიკულია.
ფილმების კეთების ნაცვლად ახლა მსახიობებს კითხვებზე პასუხების მიღება უწევთ. არც ერთმა მათგანმა იცის, ვინ იქნება შემდეგი და ვის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერს ხელს, პრობაციიდან დიდ კინოში წასული კინოს არმცოდნე დირექტორი.
კინომცოდნეები ამბობენ, რომ ხუბუნაიას ციხის მეთოდებით კინოს მართვა არ გამოუვა.
"კინოგანათლება გვჭირდება ამ ორგანიზაციაში ზოგადად. ეტყობა ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ კინო არ არის დარგი, რომელშიც არ შეგიძლია მოიყვანო სხვა სფეროს ადამიანი. მე, რომ მიმიყვანო კვანტური ფიზიკის მეცნიერების აკადემიაში, რომ დამსვა, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდები ხომ? ვერაფერს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ არ ვიცი, კინოც ასეა, ყველას ჰგონიათ რომ იცით"- ამბობს პროტესტის მონაწილე ხელოვანი.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.