სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში - ხაბეიშვილი

16.06.23 17:05
სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში - ხაბეიშვილი

სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება - ნაციონალურ მოძრაობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, სააკაშვილია სწორედ ის ადამიანი, რომელიც რუსულ ხელისუფლებას და ოლიგარქიულ რეჟიმს დაამარცხებს.

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს რეჟიმის დამარცხებაში... ცხადია, ნაციონალური მოძრაობა მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტიურად და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში, დემონტაჟში,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება დევნის იმიტომ, რომ რუსეთის დავალებებს ასრულებს.

პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო და რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით დიდი ნაბიჯებით დასავლეთისკენ... საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა და სწორედ ამიტომ არის, რომ რუსული რეჟიმის მიერ იდევნება პრეზიდენტი სააკაშვილი და არა მარტო პრეზიდენტი, არამედ იდევნება ყველა ოფიცერი, ვინც იბრძვის და იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსა თუ უკრაინაში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები