ენმ-ს ძალიან სჭირდება სააკაშვილის განაცხადი, რომ ის ბრუნდება პოლიტიკაში - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს ძალიან სჭირდება სააკაშვილის განაცხადი, რომ ის ბრუნდება პოლიტიკაში.
სამადაშვილის თქმით, ენმ-ს მხარდაჭერა მთლიანად არის დამოკიდებული სააკაშვილის ფაქტორზე.
ნაციონალურ მოძრაობას, რა თქმა უნდა, ძალიან სჭირდება სააკაშვილის განაცხადი, რომ ის ბრუნდება პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ამ პარტიის მხარდაჭერა მთლიანად არის დამოკიდებული სააკაშვილის ფაქტორზე". - ამბობს სამადაშვილი.