"არ ითხოვენ მაგას, ხომ ევასებათ?" - ვოლსკი ერთსქესიანთა ქორწინებაზე

16.06.23 17:30
"არ ითხოვენ მაგას, ხომ ევასებათ?" - ვოლსკი ერთსქესიანთა ქორწინებაზე

„არ ითხოვენ მაგას, ხომ ევასებათ?“ - ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ვოლსკის ეს რეპლიკა პარლამენტში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. გიორგი ვოლსკიმ ასეთი შეფასება სალომე სამადაშვილის კითხვაზე პასუხად გააკეთა.

"ლელოს" დეპუტატი საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვდა განემარტა, მართლაც ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან სტატუსის მიღების სანაცვლოდ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. 

სალომე სამადაშვილის რეპლიკის საპასუხოდ ქართული ოცნების დეპუტატებმა უარყვეს, რომ მსგავს განცხადებებს მმართველი გუნდის წევრები აკეთებენ.

ამჯერადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა ტრიბუნა ოპონენტების გასაკრიტიკებლად გამოიყენა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა საფუძველსმოკლებულია.

მსგავსი სიახლეები