ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა არ წარადგინა

16.06.23 17:58
ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა არ წარადგინა

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა არ წარადგინა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა".- წერია განცხადებაში.

"ოცნების" მიერ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის მიუხედავად, პრეზიდენტი მმართველ გუნდს ბრძოლაში ბოლომდე მიჰყვება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის, ოპოზიციის და სავალუტო ფონდის მწვავე შეფასებების მიუხედავად, "ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის მიტაცების სპეცოპარციას ახორციელებს. 

მსგავსი სიახლეები