არ მესახება სააკაშვილი, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ადამიანად, რომელიც ბრძოლის ველს თავს არიდებდა - ყურაშვილი
„არ მესახება სააკაშვილი, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ადამიანად, რომელიც ბრძოლის ველს თავს არიდებდა,“ - ასე აფასებს გენერალი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მამუკა ყურაშვილი მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას.
ყურაშვილის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა საკითხი, როდესაც ქართულმა ოცნებამ იერიში თავდაცვის ძალებზე მიიტანა. ყურაშვილი თვლის, რომ ახლა მთავრობის მიზანია, თავდაცვის ძალებში რუსულმა გავლენამ შეაღწიოს.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. არ მესახება სააკაშვილი, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ადამიანად, რომელიც ბრძოლის ველს თავს არიდებდა, არასდროს არ ყოფილა ასე... ვერ გატეხეს როგორც ხედავთ, ეს გადაწვეტილებაც, როგორც არ უნდა წარმოადგინონ, ბალიშის ფერის სახეზე აჩრდილი გადაჰკრავთ, როცა იძახიან ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, ეს როცა შეეხო შეიარაღებულ ძალებს, იმიტომ, რომ ზუსტად შეიარაღებული ძალები არის პირმშო და ის ერთ-ერთი უზარმაზარი შედეგი სააკაშვილის, რაც მან ქართულ რეალობაში დააყენა, გვახსოვს, რა მდგომარეობაში იყო შეიარაღებული ძაალები, რა რეფორმები გაატარა და როგორ აომა მან ის ძალი, რასაც დრეს რიჟვაძის ცალმხრივი შეფასება მოჰყვა, ეს რუსი ადამიანის შეფასებაა, რუსების მიდგომაა და სტკივათ,“ - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.