„სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეიწყალა, მოქალაქეობის მიცემა ხომ შეუძლია?“ - ყურაშვილი სააკაშვილზე

16.06.23 18:35
„სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეიწყალა, მოქალაქეობის მიცემა ხომ შეუძლია?“ - ყურაშვილი სააკაშვილზე

„სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეიწყალა, მოქალაქეობის მიცემა ხომ შეუძლია?“ - გენერალი, ნაციონალური მოძრაობის წევრი მამუკა ყურაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

ყურაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. გენერალი ამ გზით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ქართული ოცნების კრიტიკას და ირონიას, თუ როგორ შეძლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკაში პოზიციონირებას, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

ხომ არაფრის ეშინიათ ამათ? ხომ დაანგრიეს ენმ, ხომ მიწასთან გაასწორეს, ხომ გააოცეს ევროპა, კეთილდღეობა ხომ გაუძლიერეს საქართველოს მოქალაქეებს, რისი ეშინიათ, მისცენ მაშინ და ვნახოთ, როგორ იქნება, რა დადგება, არგუმენტირებულად დაუპირისპირდნენ და მოუყვანონ ფაქტები,“ - განაცხადა ყურაშვილმა.

მსგავსი სიახლეები