ზურაბიშვილი ცდილობს გადაარჩინოს დემოკრატია "ოცნებასთან" პოლიტიკური კინკლაობით და ეს გზა წარუმატებელია - კუპრაძე
საქართველოს პრეზიდენტი ქართული ოცნების წინააღმდეგ - როგორ ხსნის ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სებ-ში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის მორიგ ჯერზე დაბლოკვას.
„ლელოს“ წევრისთვის, ირაკლი კუპრაძისთვის პრეზიდენტის ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის იმიტაციაა და რეალურად, სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებასთან წინააღმდეგობაში არ არის. კუპრაძე იხსენებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად პრეზიდენტი ამხილა მმართველი გუნდის ლიდერებთან მოლაპარაკებებში. მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მმართველ ძალასთან დადდებული პირობა არ შეასრულა და ლაშა ხუციშვილი სებ-ში არ წარადგინა, სწორედ ეს გახდა მისი მხილების საბაბი. საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დააანონსა, რომ ქართული ოცნების შანტაჟზე თავად პრეზიდენტი ისაუბრებდა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს გადაარჩინოს დემოკრატია ქართულ ოცნებასთან პოლიტიკური კინკლაობის რეჟიმში და ეს გზა წარუმატებელია, იმიტომ, რომ ასეთი მინიმალური გაბრძოლებებით დემოკრატია საქართველოში ვერ გადარჩება, სანამ ქართული ოცნება როგორც ხელისუფლება, არ ჩამოშორდება საჭეს, რომლითაც ის მართავს ქვეყანას და მართავს არასწორი მიმართულებით - უფსკრულისკენ,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.