საგარეო საქმეთა მინისტრის მძიმე დღე - დარჩიაშვილის მოსმენამ პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩაიარა
საგარეო საქმეთა მინისტრის მძიმე დღე - ილია დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში ურთიერთდაპირიპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარჩიაშვილი სრულად იზიარებს პრემიერის იმ პოზიციას, როდესაც ღარიბაშვილმა ნატო უკრაინაში ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი განცხადება, რის გამოც სხდომათა დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დარჩიაშვილისგან ითხოვდნენ, დაესახელებინა ვინ ითხოვდა ქვეყნის ომში ჩართვას, ან ითხოვს თუ არა ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინებას, თუმცა როდესაც პასუხი არ იყო, მინისტრის დაცვას "ქართული ოცნება" ცდილობდა და ოპოზიციის ყველა კრიტიკულ შეკითხვას თავდასხმით პასუხობდა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.