ეს მასკარადი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის - ბოკერია სააკაშვილზე
„ეს მასკარადი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას.
გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის აქამდეც ქართულ პოლიტიკაში იყო.
ეს ყველაფერი, რაც ხდება ენმ-ს და ნაციონალური მოძრაობის თავს - ყველა ეს მანევრები, ჯერ გამოცხადება, რომ უკრაინელი ვარ და ქართულ პოლიტიკაში არ ჩავერევი თუ გამოვალ ციხიდან, თარჯიმნით საუბარი და მერე უცებ თქმა, რომ არა, ახლა ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვება და პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება - ეს მასკარადი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის. იმიტომ, რომ ამას არათანმიმდევრულობაც არ ჰქვია - ამას ჰქვია, რომ სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მსგავსი სიახლეები
სანქციები რუსულ ენერგო გიგანტს - ექსპერტი განმარტავს, რა შანსი გაუჩნდა საქართველოს რუსეთისგან კრიტიკული აქტივი გადმოიბაროს
"ქართულ ოცნებას" აქვს შანსი გადადგას სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და "თელასის" წილები რუსული ენერგო გიგანტისგან გამოისყიდოს - ამის შესახებ ეკონომისტები "პირველებთან" საუბრობენ.