ვერ ვხედავ, მას მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში, გააჩნია როგორ და რა ფორმით იგულისხმება პოლიტიკაში მონაწილეობა - ალასანია

16.06.23 19:49
ვერ ვხედავ, მას მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში, გააჩნია როგორ და რა ფორმით იგულისხმება პოლიტიკაში მონაწილეობა - ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადწყვეტილებას, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში, მისი დედა, გიული ალასანია ეხმაურება. ალასანიას ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ წარმოუდგენია. 

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით, დეტალურად არ უსაუბრია. 

ის, რომ მას საქართველოს სიყვარული და ინტერესი მუდმივად აქვს, ეს ხომ ფაქტია, მგონია არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს.
მე ვერ ვხედავ, მას მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში, გააჩნია როგორ და რა ფორმით იგულისხმება პოლიტიკაში მონაწილეობა. ალბათ, ის ბარიკადებზე ვერ დადგება, იმიტომ, რომ პალატაშიც ძლივს დგას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს.
მე არაფერ შუაში ვარ, ის ყოველთვის თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას და ახლაც თვითონ იღებს. ვფიქრობ, რომ საკმარისი გამოცდილებაც აქვს საამისოდ და საკმარისი ასაკიც.
ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესახებ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის და პრემიერი ვერ იქნება, როგორ უნდა იყოს?" - განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები