უნდა ესმოდეს, რომ მისი არცთუ ადეკვატური აქტიურობა, მხოლოდ ოცნების სასარგებლოდ მუშაობს - ხუხაშვილი სააკაშვილზე

16.06.23 19:56
უნდა ესმოდეს, რომ მისი არცთუ ადეკვატური აქტიურობა, მხოლოდ ოცნების სასარგებლოდ მუშაობს - ხუხაშვილი სააკაშვილზე

„ნეგატიურია, პოზიტიურ გავლენას მისგან არ უნდა ველოდოთ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის განაცხადს, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში.

გია ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თემას ამომრჩევლის შესანარჩუნებლად და გავლენის მოსაპოვებლად იყენებს. 

სააკაშვილი იქცა ქართული ოცნების უნივერსალურ ჯარისკაცად, რომელიც ყველა ფრონტზე იბრძოდა - უკრაინაშიც, ციხეშიც, საავადმყოფოშიც, ნებისმიერი ფორმით გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, როგორც შეეძლო. მისი პარტიაა, ვერავინ აუკრძალავს აქტიურობას, მაშინ, უნდა ესმოდეს, რომ მისი არცთუ ადეკვატური აქტიურობა, მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები