სააკაშვილს არ სჭირდება პასპორტის საკითხის მოგვარება იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს - ფავლენიშვილი

17.06.23 11:25
სააკაშვილს არ სჭირდება პასპორტის საკითხის მოგვარება იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს - ფავლენიშვილი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება პასპორტის საკითხის მოგვარება იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში იყოს ჩართული.

ფავლენიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს მუდმივი კონტაქტი ექნება ენმ-სთან.

მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება პასპორტის საკითხის მოგვარება იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული. ჯერ ერთი, ის საქართველოში იხდის სასჯელს, მერე მეორე, ის არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი და დღესაც, რა თქმა უნდა, მას აქვს კონტაქტი იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე. გააკეთებს განცხადებებს თუნდაც პოლიტიკურს და ექნება მუდმივი კონტაქტი ჩვენთან, ეს არის მისი მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, გარკვეული დოზით". - ამბობს ფავლენიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები