სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება - ხიდაშელი

17.06.23 11:31
სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება - ხიდაშელი

თინა ხიდაშელის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი მხრიდან ყოფილი პოლიტიკური ძალის გვერდში დგომა სწორად გათვლილი ნაბიჯია.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება, იმიტომ, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის. შესაბამისად, ვერც კენჭს იყრის რაიმე თანამდებობაზე და ვერც პარტიის წევრი გახდება. ყოფილი პოლიტიკური ძალის გვერდში დგომა მისი მხრიდან ძალიან სწორი საქციელია, დღეს სწორად გათვლილი ნაბიჯია. დღეს ნაციონალურ მოძრაობას სერიოზული კრიზისი აქვს და შესაბამისად, მას სჭირდება ახალი ენერგია, ის, რამაც შეიძლება ეს ხალხი ისევ ერთმანეთისკენ შეაბრუნოს". - ამბობს ხიდაშელი.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები