"გირჩი-მეტი თავისუფლებაზე" თავდასხმა ყველას გვეხება, ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში - ხოშტარია
"გირჩი-მეტი თავისუფლებაზე" თავდასხმა ყველას გვეხება, ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში - ამის შესახებ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
"გირჩი - მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო", - წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი იმართებოდა, დაახლოებით 60-მდე უცხო პირია მობილიზებული. როგორც პარტიის წევრები წერენ, ისინი ქვებს ისვრიან და იმუქრებიან. მანამდე კი გორში, პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკურად თავს დაესხნენ.