ორგანიზებული თავდასხმა იყო, თბილისიდან აგვედევნენ - "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი

17.06.23 12:41
ორგანიზებული თავდასხმა იყო, თბილისიდან აგვედევნენ - "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი

ბორჯომში პარტიაზე მომხდარი თავდასხმა ორგანიზებული იყო - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი წერს.

ყურაშვილის თქმით, პარტიის წევრებს ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ.

"დილიდან, ტყუილად არ მქონია ეჭვი, რომ თბილისიდან აგვედევნენ და ორგანიზებული იყო ეს თავდასხმა.

მალევე, ვატო შაქარიშვილმა დეტალებში აღწერა მთელი პროცესი, რაც ზურაზე თავდასხმის დროს მოხდა.

ახლა, 60 ორკი მიუვარდა ჩვენს ბავშვებს ბანაკში, სადაც კადრებში ასევე ჩანს ვატო შაქარიშვილი", - წერს ანა ყურაშვილი.

ცნობისთვის, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული სემინარი უნდა ჩატარებულიყო 60-მდე მოძალადეა მობილიზებული. ისვრიან ქვებს და ემუქრებიან იქ შეკრებილ ახალგაზრდებს, პოლიცია კი არ ჩანს.

მსგავსი სიახლეები