ზურაბ ჯაფარიძე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

17.06.23 13:23
ზურაბ ჯაფარიძე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

ზურაბ ჯაფარიძე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს სამედიცინო შემოწმება უტარდება. ნაცემ პოლიტიკოსს დაზიანებები თავის და თვალის არეში აქვს მიყენებული. ჯაფარიძემ პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. 

ოპოზიციონერი ლიდერი 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა და მან დეტალურად აღუწერა გამომძიებელს თავდამსხმელის შესახებ ინფრომაცია. 

ჯერჯერობით ჯაფარიძე და გირჩი- მეტი თავისუფლების წევრები თავდამსხმელის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, ვინაიდა ის მათთვის უცნობი პიროვნება იყო.

მსგავსი სიახლეები