ქვების სროლა არ ყოფილა, ბორჯომის სუფთა ჰაერს ვსუნთქვთ ჩრდილში, დაგვაცადეთ - შაქარიშვილი

17.06.23 13:35
ქვების სროლა არ ყოფილა, ბორჯომის სუფთა ჰაერს ვსუნთქვთ ჩრდილში, დაგვაცადეთ - შაქარიშვილი

ბორჯომის სუფთა ჰაერს ვსუნთქვთ ჩრდილში და თუ დაგვაცდით კარგი იქნება - ასე უპასუხა კითხვით მისულ "ტვ პირველის" ჟურნალისტს ვატო შაქარიშვილმა, რომელიც ბორჯომში მობილიზებულ ჟგუფთან ერთად იმყოფება.

შაქარაშვილის თქმით, არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

შაქარიშვილი ამბობს, რომ "საქართველო უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები არ შეეგუებიან ახალგაზრდების მოწამლას "გირჩი- მეტი თავისუფლების" მიერ.

ძალადობა არის ის, რასაც ზურაბ გირჩი აკეთებს, რასაც თქვენი ტელევიზია აკეთებს".- ამბობს შაქარიშვილი.

ცოტა ხნის წინ, უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება ბორჯომში -  პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" სემინარზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფი გამოჩნდა.

ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფება ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები და საღებავები ესროლეს.

"ბოზებო, გამოდით გარეთ, დაგველაპარაკეთ " - ასეთ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აგრესიულად განწყობილი პირები სასტუმროში მყოფებს, რომელთა შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც, მათ შორის არასრულწლოვნები, ქალები და ბავშვები იმყოფებიან. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები