ძალადობა წახალისებულია “ოცნების” სპიკერების აგრესიული განცხადებებით - ჯაფარიძე დღევანდელ თავდასხმებზე

17.06.23 14:24
ძალადობა წახალისებულია “ოცნების” სპიკერების აგრესიული განცხადებებით - ჯაფარიძე დღევანდელ თავდასხმებზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა ზურა ჯაფარიძეზე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული ბანაკის მონაწილეებზე წახალისებულია “ქართული ოცნების” სპიკერების აგრესიული განცხადებებით.

ჯაფარიძე სოლიდარობას უცხადებს ზურა ჯაფარიძეს და ყველა იმ ახალგაზრდას, ვისზეც თავდასხმა განხორციელდა. 

სრულიად აღმაშფოთებელი, ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა ზურა ჯაფარიძეზე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებული ბანაკის მონაწილეებზე ბორჯომში. 

ეს ძალადობა პირდაპირ წახალისებულია “ქართული ოცნების” სპიკერების აგრესიული განცხადებებით მათი ოპონენტების მიმართ.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ზურას და ყველა იმ ახალგაზრდას, ვისზეც თავდასხმა განხორციელდა. 

ყველას კარგად გვახსოვს ანალოგიური ტიპის თავდასხმები 2012 წელს, ოღონდ მაშინდელი ხელისუფლების მხადამჭერი ჯგუფებისგან. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" პირდაპირ იმეორებს წინამორბედი მმართველი ძალის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლის პრაქტიკას. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა შედეგით დამთავრდა ეს ყველაფერი არჩევნებზე. ასეთივე შედეგია გარდაუვალი "ქართული ოცნებისთვის".- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები