სააკაშვილს უცებ, ყველა დაავადება აულაგდა და სასწაულებრივად ქართული პოლიტიკით დაინტერესდა - დათუნაშვილი
"ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
დათუნაშვილის თქმით, სასაცილოა ის ფაქტი, რომ სააკაშვილს უცებ ყველა დაავადება აულაგდა და ენერგიით აღსავსე პოლიტიკური ლიდერი გახდა, რომელიც აგრეთვე სასწაულებრივად ქართული პოლიტიკით დაინტერესდა.
ერთგვარი მოტყუება არის საკუთარი ამომრჩევლის, რომელსაც დიდი კამპანია შესთავაზეს მიშა სააკაშვილის უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც აგრეთვე ვიზიარებდით. უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, ყველა ეს დაავადება ალაგდა და სააკაშვილი ენერგიით აღსავსე პოლიტიკური ლიდერი გახდა, რომელიც აგრეთვე სასწაულებრივად ქართული პოლიტიკით დაინტერესდა. სასაცილო არის უბრალოდ. ჯერ, პირველ რიგში საკუთარი პარტია გააერთიანოს სააკაშვილმა, რომელშიც ისეთი დაპირისპირებაა, რომ ვერ ამოისუნთქეს უკვე 6 თვეა". - ამბობს დათუნაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.