ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაუგონარი ძალადობრივი ქმედებაა - ხაბეიშვილი
ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს დილით, გორში ზურა ჯაფარიძეზე განხორციელებულ თავდასხმას ძალადობრივი ჯგუფებისაგან კონკრეტულ გზავნილს უწოდებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომჯაფარიძეზე თავდასხმა გაუგონარი ძალადობრივი ქმედებაა.
ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაუგონარი ძალადობრივი ქმედებაა და კონკრეტული მესიჯი. იცით რა? ჩვენ ყველას დაგსჯით ვინც ანტიპუტინისტები ხართ, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი გინდათ და მერე მოაყოლებენ პროპაგანდას, რომ თითქოს ზურა ჯაფარიძე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, ან თურმე რაღაც ანტიქართულ კამპანიას ეწევა, რაც ცხადია არის რუსულ პროპაგანდა, ცხადია არის ტყუილი და კონკრეტული გზავნილი ძალადობრივი ჯგუფებისგან".- ამბობს ხაბეიშვილი.