"გაიწიე, თორემ გესვრი" - სტუდენტი საავადმყოფოსთან მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს
სტუდენტი ლუკა შველი, რომელიც რომელიც დღეს ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებმა სასტიკად სცემეს და ხეჩინაშვილის კლინიკაში დაზიანებებით მოხვდა, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საავადმყოფოსთან მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს როგორ დაემუქრა მას შეიარარებული პირი, რომ ესროდა.
შემოვიდა ორი პიროვნება, ნასვამები იყვენ, იკითხეს ლუკა შველიძე ვინ არის, დამაინტერესა ვინ იყვნენ, გავყევი, გაიქცნენ, დავეწიე, წინააღმდეგოის გაწევა რომ ვცადე მაიკა აიწია და იარაღის ამოღება სცადა. მე დავუდექი, რადგან დედაჩემი და დეიდაცემი იდგნენ გვერდზე და ბრმად რომ გაესროლა მთვრალს, არ ვიცოდი ვის მოხვდებოდა. შემდეგ იყო მუქარა ჩემს მიმართ - ხელი გამიშვი, თორემ გესვრი. პოლიცია მოვიდა, განარიდეს, იარაღიც არ წაურთმევიათ". - ამბობს ლუკა შელიძე.