განცხადებები, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კეთდება, წმინდა წყლის სპეკულაციაა - ჩალაძე

17.06.23 16:33
განცხადებები, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კეთდება, წმინდა წყლის სპეკულაციაა - ჩალაძე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, განცხადებები, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კეთდება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია და მუქარა პრეზიდენტისადმი, რომ ის გააჩუმონ.

„ძალიან სამწუხაროა რაც ვიხილეთ განცხადებები კლინიკის წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ეს არის მუქარა პრეზიდენტ სააკაშვილზე, კიდევ ერთი პოლიტიკური ზეწოლა, რომ გააჩუმონ. პრეზიდენტი სააკაშვილისადმი მუქარების მცდელობები იქნება წარუმატებელი, რადგან ის ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მოწამვლისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, რომელიც მას „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

"ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში დაპატიმრებული პრეზიდენტი ბევრად აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია.

მსგავსი სიახლეები