არ შეიძლება, კობახიძის მსგავსი უსამშობლო ადამიანი კითხულობდეს ლექციებს თსუ-ში - სტუდენტი

17.06.23 17:09
არ შეიძლება, კობახიძის მსგავსი უსამშობლო ადამიანი კითხულობდეს ლექციებს თსუ-ში - სტუდენტი

სტუდენტები ამბობენ, რომ დრევანდელი ქმედების შემდეგ ირაკლი კობახიძეს თსუ-ში სწავლების არანაირი მორალური უფლება არ აქვს.

არ შეიძლება, კობახიძის მსგავსი უსამშობლო ადამიანი კითხულობდეს ლექციებს თსუ-ში. არ აქვს არანაირი მორალური უფლება, განსაკუთრებით, დღევანდელი საქციელის შემდეგ. დღევანდელი მისი ქმედება და მისი ზონდერ-ჯგუფის ქმედება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული ოცნების ისტერიას. არ შეიძლება ირაკლი კობახიძის მსგავსი კოლაბორაციონისტი, რუსეთუმე, სამშობლოს გამყიდველი ლექტორი თსუ-ს კედლებში ასწავლიდეს რამეს". - ამბობს სტუდენტი.

"განთავისუფლდეს ირაკლი კობახიძე თსუ-დან!" - დღეს, 18:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთან აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები უნივერსიტეტიდან ირაკლი კობახიძის გათავისუფლებასა და მოძალადეების დასჯას მოითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები