20:00 საათზე, პარლამენტის წინ ჩავატარებთ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ცდილობდნენ - IFIL
დღეს, 17 ივნისს 20:00 საათზე "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და ლიბერალური აკადემიის ორგანიზებით პარლამენტთან საჯარო ლექცია გაიმართება, რომლის ჩაშლასაც დღეს ბორჯომში ცდილობდნენ.
"ბანაკის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, გადავწყვიტეთ, ფართო მასას მივცეთ შესაძლებლობა - დაესწროს ჩვენს აქტივობას.
დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ჩავატარებთ იმ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ცდილობდნენ.
ძირითადად ვისაუბრებთ სიტყვის თავისუფლებაზე და დავიკიდებთ ხალხს, ვინც აქტიურად ებრძვის ამ ინსტიტუტს.
ღმერთი შეეწიოს ყველას, ვინც ჩვენს გაჩუმებას ეცდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ.
ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.