არცერთი დოკუმენტი არ წაგვიკითხავს, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია - ხაბეიშვილი

17.06.23 17:36
არცერთი დოკუმენტი არ წაგვიკითხავს, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია - ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არცერთი ახალი დოკუმენტი არ წაუკითხავთ, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის მზაობას, ჩაერთოს ქართულ პროლიტიკაში, ხაბეიშვილი ამბობს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობამ მისცეს ამის საშუალება.

კარგად ვერ გრძნობს თავს და არცერთი დოკუმენტი არ წაგვიკითხავს ჩვენ ახალი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დადებითი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა მზაობა, რომ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია ასევე პროდასავლურ ველზე ყველა კვლევა აჩვენებს, რომ 
ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი პოლიტიკური ძალა და მიშა სააკაშვილის დახმარება პროდასავლურ ძალებს ბუნებრივია სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. 

მსგავსი სიახლეები