ეს სცენარი წარსულში უკვე ვნახეთ, მოძალადე რეჟიმიც დასრულდება! - ხაზარაძე
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს"- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი საგანგებო განცხადებაში საუბრობს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დანაშაულია და ყველა დამნაშავე სასწრაფოდ და უმკაცრესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ბრიტანეთიდან, ამ ცივილური გარემოდან, კიდევ უფრო კოშმარულად და კატასტროფულად ჩანს ის ძალადობა, რომელსაც "ქართული ოცნება" და მისი მარბიელი დანაყოფები ახორციელებენ ახალგაზრდებზე, ჩვენს შვილებზე, პოლიტიკოსებზე... მიუღებელია!
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს. მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დანაშაულია და ყველა დამნაშავე სასწრაფოდ და უმკაცრესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ეს ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც "ქართული ოცნება" ახალისებს. ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ყველაფერი - ქვის სროლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმები, წარსულში უკვე ვნახეთ და როგორც დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. ეს მოძალადე რეჟიმიც დასრულდება! მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები და აღასრულონ კანონი, ყველა მოძალადე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!!"- წერს მამუკა ხაზარაძე.