ეს არის საშინელება, ძალადობა დაუშვებელია - ჩეხეთის ელჩი თავდასხმებზე
ეს არის საშინელება, ძალადობა მიუღებელია- ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა დაუშვებელია პოლიტიკოსების, აქტივისტების და ახალგაზრდების წინააღმდეგ.
"ეს არის საშინელება, ძალადობა მიუღებელია. ძალადობა დაუშვებელია პოლიტიკოსების, აქტივისტების და ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობ ამ ფაქტს, იმედი მაქვს, ზურა ჯაფარიძე იქნება კარგად და ტრენინგის მონაწილეები უსაფრთხოდ იქნებიან", - თქვა პეტრ მიკისკიმ.
შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ.
ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.