"ალდეს'' პრეზიდენტი: ქართველები იმსახურებენ მეტს და არა ოცნების ავტოკრატიულ მმართველობას
"ალდეს'' პრეზიდენტი "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერზე განხორციელებულ ძალადობას გმობს:
"მე ვგმობ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ თავდასხმის შესახებ, რომელიც ასევე ალდეს პოლიტიკური ჯგუფის წევრია. ქართველები უკეთესს იმსახურებენ და არა ქართული ოცნების ავტოკრატიულ მმართველობას"- წერს ალდეს პრეზიდენტი.
ზურაბ ჯაფარიძეს თავს, გორის "სმარტთან" ავტომანქანაში დაესხნენ. რამდენიმე წუთის წინ, მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
რამდენიმე საათის წინ, მოქალაქე სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკოს სწორედ ის გაუსწორდა.