პუტინის ტრიუკი - როგორ მოხვდა აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ვაგნერის დაჯგუფებაში
პუტინის ტრიუკი - მიჰყავთ თუ არა უკრაინასთან ომში რუსული ციხეებიდან ქართული გვარის პატიმრები?
"შაბათის ეთერმა" პირველი ინტერვიუ ჩაწერა ოჯახთან, რომლის შვილიც პუტინის "ვაგნერის დაჯგუფებაში" რუსეთ-უკრაინის ომის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ნოდარ ბახტურიძის ამბავი ოჯახმა ტელევიზორიდან გაიგო.
79 წლის მარინა ჭიჭინაძე, რომელსაც ორჯერ გადატანილი ინსულტის გამო მეტყველება ძალიან უჭირს, შვილს ეძებს. ახლა მისი ვაჟი უკრაინაში ტყვეთა ბანაკშია.
უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ნოდარ ბახტურიძის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია უკრაინამ გაავრცელა. ბახტურიძე რუსი ოკუპანტების რიგებში იბრძოდა, მასთან ერთად ტყვედ ხუთი რუსი ჯარისკაცი აიყვანეს .
როგორ აღმოჩნდა წარმოშობით ქართველი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ნოდარ ბახტურიძე სიღნაღიდან რუსი ოკუპანტების რიგებში?
ნოდარ ბახტურიძე, რუსი ოკუპანტების რიგებში ციმბირის ციხიდან მოხვდა, ის რუსეთში ხუთი წლის წინ დააკავეს და სასჯელს იხდიდა, თუმცა ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა.
ბახტურიძის დისშვილის მტკიცებით, როდესაც, ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, პუტინის დანაყოფმა ვაგნერმა ომში წასვლა შესთავაზა დათანხმდა, თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ უკრაინაში ჩასვლისთანავე ტყვედ ჩაბარდებოდა და ციხეს ასე დააღწევდა თავს.
დისშვილი ჰყვება, რომ ბახტურიძის კონტაქტი ბიძასთან მოულოდნელად სამი კვირის წინ გაწყდა, ციხიდან ის საქართველოში მყოფო ნათესავებს აღარაფერს წერდა. ამის შემდეგ გაიგეს, რომ "ვაგნერელებმა" ქართველი პატიმარი ომში წაიყვანეს.
იმ ხუთი ჯარისკაციდან, რომელიც ნოდარ ბახტურიძესთან ერთად უკრაინელმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს, ერთ ერთ ჰყვება, რომ ტყვედ ჩავარდნა თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, ამისთვის კი რუს ოფიცრებს ციხიდან ომში წაყვანილება მახე დაუგეს, გაიპარნენ და უკრაინელებს ჩაბარდნენ.
ნოდარ ბახტურიძის თანამებრძოლები ვინც მასთან ერთად 90-იან წლებში რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთში იბრძოდა ამტკიცებენ, ქართველი რუსი ოკუპანტების რიგებში იძულებით აღმოჩნდა, ამიტომ რუსული ჯარიდან გაქცევის ერთ ერთი ინიციატორი ბახტურიძე იყო და რუსი ოფიცრების განეიტრალების გემაც მისი მოფიქრებულია.
თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი