საოცნებო აპარტამენტები ვაკეში - ვახტანგ გომალაურმა ქონება გამოაჩინა
თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ცათამბჯენები - როგორ აღმოჩნდა მილიონნახევრიანი საბაზრო ღირებულების ქონება ვახტანგ გომელაურის სახელზე.
ქვეყნის მთავარ პოლიციელს "შაბათის ეთერმა" დიდძალი ქონება ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ უპოვა. საგამოძიებო რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან მალევე, ვახტანგ გომელაურმა სხვების სახელზე გადაფორმებული ქონებების საკუთარ სახელზე გადაფორმება დაიწყო.
"არქი თაურში" ერთი კვადრატულის ღირებულება 2800-3000 და ხშირ შემთხხვევაში 3500$-იც კი ღირს.
საოცნებო აპარტამენტები, 200 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შს მინისტრს ეკუთვნის, მანამდე თბილისის მერს ეკუთვნოდა, მერე იყო სხვა პირზე გადაფორმებების სერია, საბოლოოდ კი, დედაქალაქის ცენტრში ფეშენებელური საცხოვრებელი ბინის მფლობელი ვახტანგ გომელაური გახდა.
ქონება შს მინისტს გასული წლის სექტემბერში ბიზნესმენმა რომან აბრამიშვილმა გადაუფორმა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფართი კახა კალაძისგან შეიძინა.
ყველა დეტალი ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟიდან