დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებს - რუსული პროპაგანდისტული მედია

18.06.23 09:52
დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებს - რუსული პროპაგანდისტული მედია

აფხაზეთის ე.წ. ელჩი მოსკოვში ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქარველოს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია წერს.

ალჰას კვიციანი „რია ნოვოსტითან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სოხუმი რუსეთთან სამხედრო სწავლებებს სისტემატურად გადის და მოვლენების ნებესმიერი განვითარებისთვის მზადაა.

ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ვალდებულები ვართ, მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვიყოთ. ამიტომაც ვატარებთ პერმანენტულ სწავლებებს რუს სამხედროებთან ერთად, - თქვა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს აიძულებს და არწმუნებს თბილისს, რომ ახლა აფხაზეთის და სამაცაბლოს დასაბრუნებლად შესაფარეისი მომენტია. 
 

მსგავსი სიახლეები