"მხდალი ხელისუფლების მოწყობილი პროვოკაციაა" - გიორგი ვაშაძე "კოკა-კოლაში" მოძალადეების მისვლაზე

18.06.23 14:06
"მხდალი ხელისუფლების მოწყობილი პროვოკაციაა" - გიორგი ვაშაძე "კოკა-კოლაში" მოძალადეების მისვლაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი "კოკა-კოლას" ქარხანაში მოძალადეების მისვლას "ოცნების" სპეცოპერაციას უწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით, რადიკალებმა რა სიგიჟეებიც არ უნა აკეთონ, ამის არავის ეშინია და ბრზოლა ბოლომდე გაგრძელდება. 

ეს არის კობახიძე, ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ერთობლივი სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთი საქართველოში არ იქნება, ვერ იქნება და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. რაც არ უნდა ფულგადახდილი ადამიანები მოიყვანონ და რაღაცა სიგიჟეები აკეთონ, ამ იდიოტების და ამ სისულელეები არა თუ არავის ეშინია, პირიქით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ხელისუფლება როცა ასეთ პროვოკაციებს გეგმავს, ის ხელისუფლება არის ლაჩარი, მხდალი და შეშინებული, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ "კოკა-კოლას" ყოფილ ქარხანაში  ფრანკლინის კლუბი დაბადების დღეს აღნიშნავს. ადგილზე ცოტა ხნის წინ ვატო შაქარაშვილი თანამოაზრეებთან ერთად გამოჩნდა და კლუბში შესვლას ცდილობდა. 

მსგავსი სიახლეები