ეს არის დანაშაულებრივი რეალობა, რომელშიც ქართული პოლიტიკა იმყოფება - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას თავს ახვევს ნარატივს, თითქოს ოპოზიცია მხოლოდ ენმ და მასთან ასოცირებული პარტიებია, რაც არასწორია. დავით ჭიჭინაძის განმარტებით, საზოგადოების 60%-ს არც "ოცნება" უნდა და არც ენმ. მისი თქმით, სწორედ ამ ადამიანებისთვის მოსაწონი ძალის არ არსებობას ცდილობს ხელისუფლება, რათა რაც შეიძლება დიდხანს მართონ ქვეყანა.
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დანაშაულია და ამ გარემობას ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.
დღეს მთელი უბედურება ის არის, რომ „ოცნებაშიც“ და „ოცნების“ გარეთაც ძველი „ნაციონალები“ არიან ჩაბუდებული. ერთი გუნდი ხელისუფლებაა, მეორე ოპოზიცია.
ჯერ სააკაშვილის მონები იყვნენ, ახლა ივანიშვილის მონები არიან, ზოგმა საერთოდ შევარდნაძის მონობაც მოასწრო და ამ მონობაში ერთად მართავენ, ერთად ძარცვავენ ამ ქვეყანას და აბითურებენ ხალხს.
ხოლო ის კომბინაციები, რომ მათ გარდა, სხვა არავინ განიხილებოდეს ოპოზიციად, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ნარატივია და ძალიან გონებადახშული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომ მარტო „ნაცმოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პარტიები არიან ოპოზიცია. რაც, რა თქმა უნდა, ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიებს.
და რა ქნას ამ დროს ამომრჩევლის იმ 60%-მა, რომელსაც არც „ნაცი“ უნდა, არც სხვა არსებული ოპოზიციური ძალა და არც „ქოცი“?! საერთოდ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა?
ან იქნებ სულაც გადაშენდნენ?!აი, იმ 60%–ის სასურველი პოლიტიკური ძალა რომ არ იყოს, სწორედ ამას ცდილობენ და წვალობენ ყველანაირად. რომ ეს გადაკეტონ, პოლიტიკურ ასპარეზზე არ გააჭაჭანონ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც იმ 60%–ს სიმპათია მაინც გაუჩნდება.
ეს არის დანაშაული!
მაგრამ ის რეალობა, რომელშიც იმყოფება ქართული პოლიტიკა და აქდან გამოსავალი უნდა ვნახოთ ერთად, ამბობს ჭიჭინაძე.