7 ნოემბრის საქმის პროცესი, რომელზეც სააკაშვილი ჩართვას გეგმავდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო

19.06.23 11:59
 7 ნოემბრის საქმის პროცესი, რომელზეც სააკაშვილი ჩართვას გეგმავდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ჩართვას ითხოვდა, თუმცა პროცესი გადაიდო.  საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე სხდომა დღეს 14:00 საათზე იყო ჩანიშნული.

მოსამართლეთა კოლეგიას ერთი მოსამართლე ლეა ორკოდაშვილი გამოაკლდა. ის პენსიაზე გავიდა და სხდომის გაურკვეველი ვადით გადადების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. 

მიხეილ სააკაშვილს პირველი დღიდან აქვს გაცხადებული, რომ მას ყველა პროცესზე სურს დასწრება და აქტიური მონაწილეობის მიღება. სწორედ ეს გახდა მიზეზი მათ შორის იმისა, რომ ის რამდენიმე პროცესზე არ მიიყვანეს, დაუმალეს პროცესებს და ასევე იმის მიზეზი,  რომ პროცესების რაღაც ნაწილი ვერ ტარდებოდა. მან, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მიზანშეწონილია იმისთვის, რომ მოიკრიბოს დარჩენილი ძალები და იმ ხარისხით, რა ხარისხითაც შესაძლებელია მისი პროცესები ჩართვა, მიიღოს მონაწილეობა, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთერიძე.

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ შესაძლოა, საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს და მოწმეებიც ხელახლა გამოიკითხონ. 

მოსამართლე, როგორც ჩანს, შეიცვლება და შემადგენლობაში გვეყოლება ახალი მოსამართლე, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს საქმის მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა, მათ შორის მოწმეების. ყველა მტკიცებულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე ხდება ხოლმე ეს ბოლო წლებში საქართველოში. ბუნებრივია და სავარაუდოა, რომ საქმის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება თავიდან, თუმცა ცხადია, დამოკიდებულია მხარეთა პოზიციაზე. შესაძლებელია ეს იყოს წინგადადგმული ნაბიჯი მტკიცებულებების გამოკვლევის საკითხზე, რადგან ხელახლა გვექნება საშუალება და მოსამართლეს, სასამართლოს ექნება საშუალება გაეცნოს იმ მტკიცებულებებს, რომელიც ბრალდებას აქვს წარმოდგენილი და დაცვის მხარეს აქვს წარმოდგენილი, წარდგენილი ბრალდებები არის წმინდა პოლიტიკური ბრალდებები, - ამბობს შოთა თუთბერიძე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები