რუსული სტილით ორგანიზებული თავდასხმების უკან "ოცნება" დგას - ოპოზიცია
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება რუსული სტილით ორგანიზებული თავდასხმების უკან მმართველ პარტიას ხედავს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ "ქართულ ოცნებას", რომელსაც განსხვავებული აზრის მიუღებლობა აქვს, პროცესები საშიშ ფაზაში გადაჰყავს. მათი თქმით, ეს ერთგვარი მუქარაა ყველა იმ მოქალაქის მიმართ, ვისაც "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკით უკმაყოფილოა.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის და ადამიანების წინააღმდეგ გამოდის.
ეს არის "ქართული ოცნების" ერთგვარი ახალი კამპანია წინასაარჩევნოდ, სადაც ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად თავისი ძალადობრივი ელემენტების მობილიზება გააკეთონ, თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ადამიანების და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი აზრის წინააღმდეგ და სწორედ, ამას უკავშირდება ის თავდასხმები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე.
ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი გახშირებულ თავდასხმებს მოახლოეუბულ არჩევნებს უკავშირებს.
მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ გაააქტიურა ძალადობრივი ჯგუფები და ეს ძალადობრივი აქტები ამით არის განპირობებული. პრინციპში, ეს არის კლასიკური მაგალითი წიგნებიდან ავტოკრატიული რეჟიმების შესახებ, როდესაც ავტოიკრატიული რეჟიმები ძალადობრივი გზით ძალადობრივი ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების შენარჩენბას და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ მთავრდება. ეს მთავრდება ავტოკრატიის დამარცხებით და ჩამონგრევით, - ამბობს ბეჟაშვილი.