პარლამენტი სუროგაციის წინააღმდეგ - პრემიერის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დღეს იწყება
პარლამენტი სუროგაციის წინააღმდეგ - საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით იწყება კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმადაც 2024 წლიდან უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია აიკრძალება. თუ „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას დაამტკიცებს, ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული.
პრემიერის განცხადებას, რომ ერთსქესიან წყვილებს ბავშვები მასობრივად გაყავთ საზღვარგარეთ, ექიმების დიდი ნაწილი ტყუილს უწოდებს, რადგან ეს პროცესი კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება.
ექიმები „პირველებთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათთან კომუნიკაცია არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც მტავრობის ადმინისტრტაციის წარმომადგენლებს არ ჰქონიათ. პირდაპირ ამბობენ, რომ სფეროს ექსპერტების მოსაზრება ამ დრომდე მთავრობას არ აინტერესებს.
ქართველებიც მიდიან სხვა ქვეყანაში განაყოფიერების გასაკეთებლად, ასე ურჩევიათ და ავუკრძალოთ? იმ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს ქართველი სამკურნალოდ? სუროგაციაზე გაუგებარი მაგალითები აქვთ, რომელიც ვერავინ ვერ დაასახელა, თუ რას ვაკეთებთ ასეთ, თუ რამე ერთხეული მომხდარა, გაგვაგებინონ. ქართველ პაციენტებსაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, ამ შემტხვევაში დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოგვისმონონ,“ - აცხადებს ქართულ-ამერიკული კლინიკა „რეპროარტის“ დამფუძნებელი, ლიკა ჭყონია.
სუროგაციის წინააღმდეგ კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. შემდეგ დღეებში კი დეპუტატები საკომიტეტო მოსმენებს დაიწყენენ.