სებ-ის დაკომპლექტება - დაპირისპირება პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის ღრმავდება
დაპირისპირება პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის ღრმავდება - მიზეზი საქართველოს ეროვნულ ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატებია. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ შანტაჟს არ დაემორჩილა და ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა მეორეჯერ ჩააგდო და ახალი კანდიდატები წარუდგინა პარლამენტს, ქართული ოცნების დეპუტატები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შორის აზრი ორად იყოფა - ხელისუფლების ოპონენტებისთვის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორივე კანდიდატი მისაღები არ არის და სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ვერც გიორგი ბაქრაძემ და ვერც დიმიტრი ჯაფარიძემ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვონ.
ოცნება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ნაკარნახევი იქნება ერთადერთი მიზნით, კონკრეტული კანდიდატი და კონკრეტული ინსტიტუცია ექვემდებარება და იქნება თუ არა მორჩილებაში ოცნებისთვის. ცოცნების მიზანი იყო ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ასევე სრულად პოლიტიკურად პარტიაზე დაქვემდებარება და ფაქტობრივად, ისინ ამას აკეთებენ და ბოლომდე მიყავთ,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
ბიუროს სხდომა სამ საათზე დაიწყება და გაირკვევა, რომელი კომიტეტები მოუსმენენ სკანდიდატებს და რა პოზიცია აქვთ ამ კანდიდატებზე ქართულ ოცნებას.