ზარდიაშვილის რძალი, მიქაუტაძის ბიძაშვილი და ოხანაშვილის მამა - სავარაუდო ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში

19.06.23 12:26
ზარდიაშვილის რძალი, მიქაუტაძის ბიძაშვილი და ოხანაშვილის მამა - სავარაუდო ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში

სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებულია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, პარლამენტში ე.წ. მოსამართლეთა კლანის ინტერესების გამტარებელი ვანო ზარდიაშვილი.

გარდა ვანო ზარდიაშვილისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დასაქმებულები არიან სასამართლო კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანი. მათ შორის, ვანო ზარდიაშვილის რძალი - თამთა თაბუკაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი. სავარაუდოდ ნეპოტიზმის ნიშნით დასაქმებულთა შორისაა გავლენიანი მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი.

მოსამართლეების ოჯახის წევრების გარდა, სახელმწიფო ელექტროსისტემაში დასაქმებულები არიან ქართული ოცნების დეპუტატების ნათესავებიც, მათ შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მამა -

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ის გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.

ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევების გაანალიზებით ნათელია, რომ ზარდიაშვილი დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, ნეპოტიზმი რჩება შემაშფოთებელ პრაქტიკად, რომელიც ძირს უთხრის მერიტოკრატიას, სამართლიანობასა და საზოგადოების ნდობას საჯარო უწყებების მიმართ,“ - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები