თეა წულუკიანის რეპრესიები - მინისტრს სასამართლო დავა კიდევ ერთმა პირმა მოუგო

19.06.23 12:54
თეა წულუკიანის რეპრესიები - მინისტრს სასამართლო დავა კიდევ ერთმა პირმა მოუგო

თეა წულუკიანის რეპრესიები და კიდევ ერთი მოგებული საქმე - საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანი გაამტყუნა. საქმე ეხება წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პერიოდს, რა დროსაც მან ნოტარიუსი მედეა გვაზავა სამსახურიდან გაათავისუფლა.

გვაზავას ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია GDI იცავს, რომელიც განმარტავს, რომ თეა წულუკიანმა გვაზავას სამსახურებრივი ხელშეკრულება მანამდე შეუჩერა, ვიდრე მედეა გვაზავას 65 წელი შეუსრულდებოდა. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე, თუმცა, მედეა გვაზავას შეეძლო მიემართა თანამდებობაზე ყოფნის გახანგრძილების მიზეზით.

GDI-ის იურიდიული დახმარებით, ნოტარიუსმა მედეა გვაზავამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასარჩელო დავა წარმატებით დაასრულა. 

საქმე ეხება ნოტარიუსის, იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით, მედეა გვაზავას გათავისუფლებას ნოტარიუსის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი იყო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი  გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი.

აღსანიშნავია, რომ მედეა გვაზავამ მოიგო ძირითადი სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილებები და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა. აღნიშნულის შემდგომ ნოტარიუსმა დაიწყო მეორე დავა მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების გამო. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.

მედეა გვაზავას ინტერესებს ამ საქმეში GDI იცავს," - წერია GDI-ის განცხადებაში," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები