"პოლიტიკურ დაკვეთას არ გამოვრიცხავ" - ექსკლუზიური ინტერვიუ სააკაშვილის ყოფილ მოსამართლესთან

19.06.23 13:15
"პოლიტიკურ დაკვეთას არ გამოვრიცხავ" - ექსკლუზიური ინტერვიუ სააკაშვილის ყოფილ მოსამართლესთან

პირველი ინტერვიუ  მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მოსამართლესთან - თბილისის საქალაქო სასამართლოდან წასული ლია ორკოდაშვილი "პირველებთან" აღიარებს, რომ 7 ნოემბრის საქმეზე განაჩენის გამოცხადება სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. 

ოფიციალური მიზეზი  ორკოდაშვილის საპენსიო ასაკია, თუმცამოსამართლეს ეჭვობს,  ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეს, სავარაუდოდ, შეგნებულად ჩამოაშორეს. 

უვადოდ დანიშნული მოსამართლე ვიყავი, მაგრამ  ეს არ ნიშნავს იმას, რომ უვადოდ ინიშნები რა თვალსაზრისით, იცით? სიცოცხლის ბოლომდე. მქონდა თუ არა მანდ მცდელობა, რომ დამემთავრებინა ჩემს წარმოებაშ არსებული საქმეები, სიმართლე გითხრათ, მე პირიქით, ძალიან გამიხარდებოდა. იმას, რომ მე მომეთხოვა ან მეთქვა, აზრი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ კანონში არის, როგორც მოგახსენეთ, პირდაპირ ჩანაწერი, რომ 65 წლის რომ ხდები, უფლებამოსილება ჩერდება. სათადარიგო თუ შემთხვევით იქნება, გაგრძელდება, თუ არა, მაშნ თავიდან დაიწყება. მესამე მოსამართლე ალბათ ის იქნება, ვისაც მოუწევს ელექტრობული წესით, არ ვიცი. ის ორი მოსამართლე, სხვათაშორის, ვინც ჩემს გარდა მონაწილეობდნენ ამ საქმეში, ნამდვილად პატივისცემას იმსახურებენ და კარგი იქნება, მესამე მოსამართლეც თუ სამართლიანი დაინიშნება და პრინციპული, რაც მთავარია. მოკლედ, აი, ასეთი გადაწყვეტილება ისევ ძალაშია  და ამან გამოიწვია ის, რომ მე 65 წლის წამოვედი სახლში მაშინ, როცა შემეძლო, რომ არაერთი რთული და ურთულესი საქმე განმეხილა, - ამბობს ლია ორკოდაშვილი. 

"პირველების" შეკითხვას, გამორიცხავს ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიტიკურ დაკვეთას, ორკოდაშვილი ამბობს,რ ომ არაფერს გამორიცხავს. 

მე არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ ახლა, 5 წელი, ფიქრობ, 65 თუ 70. თუ გინდა, რომ უარუყოფითი პასუხი მიიღო ანუ 65 ძალაში დატოვო, გამოაცხადე, ბატონო, მაგრამ გამოდის, რომ არა . არ გამოვრიცხავ. მე ადვოკატებიც მეხუმრებოდნენ, რომ ქალბატონო ლია, თქვენნაირი პრინციპული მოსამართლე ალბათ აღარ არის საჭირო რომ იყოს სასამართლო სისტემაშიო... ჩემდა სამწუხაროდ, - ამბოლბს ორკოდაშვილი. 
 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასმართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივა-მედიდან" ჩართვა სურდა, თუმცა ვერ მოხერხდა.  მოსამართლეთა კოლეგიას,რომელიც საქმეს განიხილავდა, ერთი მოსამართლე, ლია ორკოდაშვილი გამოაკლდა. ოციფიცლაურ მიზეზად საპენსიო ასაკი დასახელდა.

როდის გაიმართება 7 ნომებრის საქმეზე მორიგი სასმართლო პროიცესი უცნობია. 

მსგავსი სიახლეები