პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა - კობახიძის პასუხი პრეზიდენტს

19.06.23 13:05
პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა - კობახიძის პასუხი პრეზიდენტს

ნიკა გვარამიას შესძლო შეწყალება და ნებართვა პატრიარქისგან - სალომე ზურაბიშვილის შესაძლო ნაბიჯს კრიტიკულად აფასებენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიმართ ნეგატიური კამპანია დილიდან დაიწყო.

ეს თუ ასეა ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს მე არ ვიცი,“ - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს - ამ ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ილია მეორესთან მთავარი არხის გენერალური დირექტორის შეწყალების საკითხს განიხილავს და შეეცდება შეწყელაბის პასუხისმგებლობა პატრიარქზე გადაანაწილოს.

მსგავსი სიახლეები