"პრეზიდენტის მიმართ ნდობა შემცირებულია" - ვოლსკი გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე

19.06.23 13:15
"პრეზიდენტის მიმართ ნდობა შემცირებულია" - ვოლსკი გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტს უნდობლობას ცხადებენ. საქმე მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების საკითხს ეხება

მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედია აქტიურად ალაპარაკდა პრეზიდენტის შესაძლო განზრახვაზე, შეხვდეს პრემიერს და ნიკა გვრამიას შესაძლო შეწყალებაზე ინფორმაცია მიაწოდოს, მმართველ გუნდში მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა. 

როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას ნიკა გვარამიას არშეწყალებასთან დაკავშირებით გარანტიები არ აქვს მიღებული, სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საყურადღებოა.

არ ვიცი რისთვის სთხოულობს შეხვედრას. მაგრამ ბოლო პერიოდში ნდობა პრეზიდენტის მიმართ, ადამიანის მიმართ, რომელიც მრავალმხრივ პოზიტიურად გვეჩვენებოდა, როდესაც მხარს ვუჭერდით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. აქედან გამომდინარე ეს მოსაზრება იმსახურებს ყურადღებას და არც შორს შეიzლება იყოს რეალობისგან“, - ამბობს გიორგი ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები